30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დღეს "რუსთავი 2-ზე" მეგაშოუს "დიდი სცენა" ბოლო შესარჩევი ტური გავა

"რუსთავი 2-ზე" მუსიკალური მეგაშოუს "დიდი სცენა" მესამე ეპიზოდი იწყება, რომლითაც შესარჩევი ეტაპი სრულდება. სწორედ დღეს გაირკვევა იმ 10 კონკურსანტის ვინაობა, რომელიც 5 იანვარს ლაივ კონცერტზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერებს.

"ეი ბი სი ლენდში" შეკრებილები არიან ჟიურის წევრები, კონკურსანტები და წამყვანები. ისინი მეგაშოუს მესამე ტურის დიდ ეკრანზე ჩვენებას ერთად ელოდებიან.

პროექტის ავტორების განცხადებით, მაყურებელს ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება.

"დღეს  გავიგებთ ვის გაუმართლა. ვინ არის ის ათეული, რომლებიც იბრძოლებენ დიდი სცენის გამარჯვებისთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ. მყავს ჩემი ფავორიტები და ვნახოთ სცენაზე ვინ, როგორ გამოიჩენს თავს. წარმატებას ვუსურვებ დიდ სცენას," - განაცხადა "დიდი სცენის" წამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა.

"დიდი სცენის" პროდიუსერ ნატალი გოგიჩაიშვილის თქმით, დღევანდელ ეპიზოდში ხელის თხოვნის სცენაც იქნება. ამასთან, ლაივ კონცერტს  ჟიურის ერთი წევრი დაემატება.

დღის ამბები