30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მსოფლიოს ცნობილი მედიასაშუალებები გამოეხმაურნენ

გათავისუფლებიდან მეორე დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილი ტელეკამერებთან საქართველოში ვიზიტით მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე გამოჩნდა.

თბილისში ჩამოსული კარდინალი ქართველ ექიმს საკუთარი ინიციატივით შეხვდა და გათავისუფლება მიულოცა.

49-დღიანი მუდმივი საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, დღეს პარტნიორი ქვეყნებისგან, ორგანიზაციებისგან და დიპლომატებისგან ექიმი უკვე მილოცვებს იღებს.

ქართველი ექიმის გათავისუფლება ორი დღეა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ვაჟა ექიმის გათავისუფლებას გამოეხმაურნენ მსოფლიო მედიის წარმომადგენლები და დიპლომატები.

გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სტატიები მიუძღვნა "ბიბისის" რუსულმა სამსახურმა, "როიტერმა", "რადიო თავისუფლებამ" და "ნიუ იორკ თაიმსმა".

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმი მხოლოდ იმის გამო გაასამართლეს, რომ გაფრინდაშვილი ოკუპაციის საზღვარს არ აღიარებს.

თვეზე მეტია სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ჰეშთეგი "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს", გუშინ მას ახალი ფოტო დაემატა, სადაც გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად დგას, გამოსახულების უკან კი მავთულხლართები ისევ დარჩა.

დღის ამბები