იემენში სამხედრო აღლუმის დროს აფეთქება მოხდა. დაიღუპა 9 და დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაღუპულებიდან 6 სამხედრო და 3 ბავშვია.
აფეთქება სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოხდა. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.