30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა - ვაჟა გაფრინდაშვილი კარდინალი პეტრო პაროლინს შეხვდა

წმინდა საყდრის (ვატიკანი) სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პეტრო პაროლინი საქართველოს სტუმრობს. კარდინალი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც იგი კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა. 

"პადრე ჯუზეპემ აქ მოგვიწვია კარდინალთან შესახვედრად. მე როგორც მქონდა ინფორმაცია, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ყველა კონფესიის წამომადგენლები გაერთიანებულან ერთ პრობლემაზე სამსჯელოდ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება. ეს ყველას წარმატებაა და სწორედ ამ გაერთიანების შედეგად ვარ მე დღეს სწორედ აქ," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

კარდინალმა ექიმს გათავისუფლება მიულოცა.

"25 წელია საქართველოში კარიტასი არსებობს და ჩვენი მამები აქ მოღვაწეობენ. დამპატიჟეს საქართველოში და მოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ექიმის გათავისუფლება. არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ექიმი გაათავისუფლეს და ის თავის ოჯახს დაუბრუნდა," - აღნიშნა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.

დღის ამბები