30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ექიმის გათავისუფლებას პარტნიორი ქვეყნები, დიპლომატები და პოლიტიკოსები ოჯახს და საქართველოს ულოცავენ

ქართველი ექიმის გათავისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მთელ ქვეყანას ორი დღეა პარტნიორი ქვეყნები, დიპლომატები და პოლიტიკოსები ულოცავენ.

სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადება გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის საელჩომ. საელჩო მიესალმება სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრების ერთობლივ ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა ექიმის გათავისუფლება.

გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმუარა საქართველოში შვედეთის ელჩი. ულრიკ ტიდესტრომიმ ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მოუწოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე  გაამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.

გაფრინდაშვილის გათავისუფლემა მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა. "როიტერსი", "ნიუ იორკ თაიმსი", "რადიო თავსუფლება" წერენ, რომ ექიმის პატიმრობიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო.

დღის ამბები