30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
"მეზობლის სახლში გადავიდა ქმარი მომსდევსო საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა" - ნუკრი მიქავა

შამგონაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. ისინი გარდაცვლილი ქალის ქმრის ბრალეულობაზე საუბრობენ.

დაღუპული ქალის ძმის განცხადებით, გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი ეტყობა. მისივე მტკიცებით, ქალი მოკლულია და მას თავი არ ჩამოუხრჩვია.

"მე ეგრე ვიცი, რომ მეზობლის სახლში გადავიდა ქმარი მომსდევსო საცემადო, მაგრამ მეზობელმა არ შეიფარა, ვვარაუდობ, რომ მოკლულია, რადგან დაბეჟილობები აღენიშნება სხეულზე და ნაცემია,"  - განაცხადა ნუკრი მიქავამ.

გარდაცვლილი ქალის მამა ვახო მიქავა კი ფიქრობს, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა და ის საკუთარმა მეუღლემ მოკლა. 

"მე არ ვიცი ოჯახში რა მოხდა, როგორც მითხრეს ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რისიც არ მჯერა, ჩემი შვილი თავს ვერ ჩამოიხრჩობდა," - განაცხადა დაღუპულის მამამ.

დღის ამბები