30 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ოჯახში ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, პოლიციამ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილის მეუღლე, 1987 წელს დაბადებული ბაკურ სორდია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები