30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის - ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციას დაესწრო

"საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია" -  ასე ეწოდება ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომს, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

სამტომიანი კრებული ინგლისურენოვანია, მის შექმნას და გამოცემას 10 წელი დასჭირდა. კრებული სულ 1000 ეგზემპლარად დაიბეჭდა. გამოცემა ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

პრეზენტაციას დღეს პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სამტომიანი კრებული უნიკალურია.

"გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კულტურის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის, რომელიც დაურიგდა ყველა ბიბლიოთეკარს, კულტურის ცენტრებს მსოფლიოში. ინგლისურენოვანია მოგეხსენებათ და შეიძლება იყოს ეს უნიკალური წიგნი, გამოცემა, მსგავსი შეიძლება ისტორიაში არ ყოფილა, რომ მსოფლიოს დაწვრილებით გაეცნოს ჩვენი მდიდარი ისტორია," - განაცხადა დღევანდელ პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები