30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
დეკანოზის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს - მიხეილ რამიშვილი

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ წინასაახალწლოდ პატიმრების შეწყალება არ მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა. რამიშვილის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მამალაძის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

"პასუხისმგებლობის მოხსნა საპატრიარქოს მხრიდან, ვითომ რეკომენდაცია გადასცეს პრეზიდენტს, არის აბსურდი. ისინი არც კი დაინტერესებულან, რა შედეგი გამოიღო ამ რეკომენდაციამ. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს მამალაძეს, რადგან სხვა სამართლებლივი ახსნა ამას არ აქვს, ფაქტია, პოლიტიკური ნება არ არსებობს," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს არ შეიწყალებს. შესაბამისად, საკანში შეხვდება ახალ წელს დაკავებული დეკანოზიც.

დღის ამბები