უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს.
ტყვეების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც მხარეები ერთმანეთს გადასცემენ, ჯერ არ სახელდება, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება სეპარატისტებს 87 ადამიანს გადასცემს, სეპარატისტები კი 55 ადამიანს გაათავისუფლებენ.
ტყვეების გაცვლის შეთანხმებას უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, მიმდინარე თვეში, პარიზში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.