30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
საახალწლო სამზადისი რეგიონებში - მორთული ქუჩები და საზეიმოდ ანთებული მთავარი ნაძვის ხეები

საქართველოს რეგიონები ახალი წლისთვის ემზადებიან. მთავარი ნაძვის ხეები საზეიმოდ უკვე აანთეს. 31 დეკემბრის ღამის პროგრამა კი ყველგან განსხვავებულია.

საახალწლო განათებით უკვე მორთულია გორის ქუჩები. საზეიმო განწყობა შეინიშნება თელავშიც. მოსახლობის ნაწილი ახალ წელს მთავარ ნაძვის ხესთან შეხვდება.

განათებულია ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელმაც მთელი საქართველოს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მის მორთვაზე ადგილობრივმა დიზაინერებმა იზრუნეს.

ბოლო შტრიხები შეაქვთ საზღვაო ქალაქების მორთულობაშიც. წელს პირველად საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმის ცენტრალური ბულვარი იქნება. კონცერტის დაწყებამდე კი, ადგილობრივები და ტურისტები ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებიან.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი ფოთში. ქალაქის ცენტრალური ქუჩები და შენობები საახალწლო განათებითაა მორთული.

ადგილობრივების განსაკუთრებული მოლოდინის მიუხედავად, 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება უამინდობის გამო არ ჩატარდება და ფოთელებს დამდეგ 2020 წელს, მხოლოდ გრანდიოზული ფოიერვერკით მიულოცავენ.

ადგილობრივები ახალი წლის კონცერტს ვერ დაესწრებიან ოზურგეთშიც. 14 იანვრამდე საზეიმოდ მხოლოდ გურულების ტრადიციული დღესასწაულები აღინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი 2020 წლის შესახვედრად, ყველა რეგიონი დამახასიათებელი ტრადიციებით ხვდება. საახალწლო ღონისძიებები კი თითქმის ყველგან, შობის დღესასწაულის ჩათვლით გაიმართება.

დღის ამბები