30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
2000-ს ნომრამდე ამოაგდეს - ვაჟა გაფრინდაშვილის განმარტება ტელეფონში აღმოჩენილ ჩანაწერებზე

ოკუპანტების 49-დღიანი  ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მის ტელეფონში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ტელეფონიდან 2000- მდე ნომერი ამოიღეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მისი პაციენტების იყო. ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მას ტელეფონში ნამდვილად ჰქონდა განხორციელებული ზარის ჩამწერი პროგრამა.

"კი მქონდა ჩართული ეს პროგრამა, როგორც იტყვიან ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს და ეტყობა აპარატურა აქვთ და გაშიფრეს ყველაფერი, ისეთს ვერაფერს ვერ ნახავდნენ. როგორც ფეესბეში თუ კაგებეში მითხრეს 2000-ს ნომრამდე ამოაგდეს, ვისიც ვიცოდი, ვეუბნებოდი და ნახევარზე მეტი ავადმყოფის იყო და ნამდვილად არ მახსოვდა," - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები