30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილი: ვთქვი, რომ ბრალდებას არ ვაღიარებდი... შეწყალების მოთხოვნით არავისთვის მიმიმართავს

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გათავისუფლების შემდეგ, ვრცელი კომენტარი პირველად გააკეთა. მან საგანგებო ბრიფინგზე სხვადასხვა დეტალზე ისაუბრა. 

გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების მოთხოვნით არავისთვის მიუმართავს.

"როდესაც საუბარი იყო შეწყალებაზე მასთან ვინც ეს შემომთავაზა, ვუთხარი, რომ მე ბრალდებას არ ვაღიარებდი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება, რომ გაგიკეთონ ამ შემთხვევაში ბრალდება უნდა აღიარო. მანვე შემომთავაზა ისე დამეწერა განცხადება, სადაც არ ჩანს, რომ თქვენ აღიარებთ საზღვრის დარღვევასო. მე წერილში მიწერია, რომ მე დამაკავეს ტერიტორიაზე მომისაჯეს წელიწადი და 9 თვე და ვთხოვე მათ გათავისუფლება," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

დღის ამბები