30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
რა მდგომარეობაში უწევდა ყოფნა - ვაჟა გაფრინდაშვილი 49-დღიანი ტყვეობის დეტალებზე

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პირობებზე ისაუბრა, რომელშიც მას რამდენიმე კვირის გატარება მოუწია. გაფრინდაშვილის თქმით, მის მიმართ რაიმე ზეწოლა ან აგრესია არ ყოფილა.

"პირველი 4 დღე ვიყავით მესაზღვრეების "კაპეზე" თუ რაც ჰქვია, 3 საწოლიან ოთახში ვიყავით, ვიყავით 4 და გვიწევდა, რომ 2 ჩავდიოდით ქვევით ე.წ კარცერი იყო ალბათ, ფანჯრის გარეშე. 3 დღე იქ ვიყავი, მერე ვიყავი 2 დღე იზოლატორში და სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების საკანში მარტო, ერთადგილიანში. მარტო გამოვყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება ჩემდამი და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ნორმალური, ჩვეულებრივი, სამწუხაროდ მე გამოცდილება არ მაქვს სხვა დაკავების ადგილებში რა ხდება, არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან რაღაცა ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახია. თვითონ ადგილობრივებისგან, დაცვის თანამშრომლები თუ ვინც იყო, არავითარი აგრესია ან ცუდი დამოკიდებულება არ იყო, პირიქით, ჩემთან ერთად ვინც იყო თავიდან, 2 იყო ნაცემი და თვითონ ისინიც აღშფოთებულები იყვნენ, რომ ესენი რუსი მესაზღვრეების მიერ იყვნენ ნაცემი,"- განაცხადა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები