ავღანეთში თავდასხმა მოხდა, თალიბების შეტევის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში 10 სამხედრო დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.
თავდასხმისას სამხედრო ბაზის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ააფეთქეს, შემდეგ კი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა უკვე აიღო.