30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საოკუპაციო ხაზთან - კარდინალმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

პიეტრო პაროლინი საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, რომელიც პაპის შემდეგ პირველი პირია, სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანში ჩავიდა. მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მათ დეტალურად ისაუბრეს მავთულხლართების პირისპირ ცხოვრებით გამოწვეულ სირთულეებზე და ადამიანებზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომლებიც ამ უკანონო გადაწყვეტილებით ყოველდღიურად ზარალდებიან

"ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მავთულხლართებით სამეურნეო მიწების ჩამოჭრას, მეზობლებისა და ნათესავების ერთმანეთისაგან გაყოფას, ახალგორის გადასასვლელის დაკეტვას და მისი გახსნის აუცილებლობას. ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს უფრო კონკრეტულად ვისაუბრეთ. ასევე, უკანონო დაკავებებზე, თავისუფლების აღკვეთის ფაქტებზე, რომლებიც ჩვენს არაერთ მოქალაქეს ეხება და შეეხო წარსულში.

პაპის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ისინი მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი ამ საქმეში - დაეხმარონ საქართველოს, მის მოსახლეობას,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები