30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
გადასახადების გადახდა ყველა ტელეკომპანიის მხრიდან თანაბრად და თანასწორად უნდა მოხდეს - არჩილ თალაკვაძე ინკასოზე

გადასახადების გადახდა ყველა კომპანიის მხრიდან თანაბრად და თანასწორად უნდა მოხდეს,- ასე გამოეხმაურა რამდენიმე ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტს, პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მეორეს მხრივ, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ობიექტური მოცემულობა, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიას აქვს.

"როდესაც მედია არ იხდის გადასახადს და სხვები კი ამას აკეთებენ თან ისე, რომ მათ 100 ლარის დაგვიანებასაც არ პატიობენ, ეს უკვე არათანაბარ სიტუაციაში ყოფნაა. მომხრე ვიყავი მოლაპარაკებები ყველა ტელევიზიასთან გამართულიყო, რადგან ყველანი განსხვავებულ მოცემულობაში არიან, როგორც დავალიანების ასევე, გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით.

ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ პატივი ვცეთ კანონს და გადასახადების გადახდა ყველა კომპანიის მხრიდან თანაბრად მოხდეს, მეორე მხრივ კი, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა ტელევიზიის ობიექტური მოცემულობა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები