30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ვაჟას არაფერი უღიარებია - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა

"ვაჟას არაფერი უღიარებია,"- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმამ, ლევან გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დე ფაქტო რეჟიმის ვერსია ტყუილია.

​"ვაჟას ცხინვალის ციხეში ფორმალურად ექცეოდნენ, არ ყოფილა არავითარი ზეწოლა, ჯანმრთელობის მხრივ მშვენივრად არის, მისი გათავისუფლება ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, არავის არ გავუფრთხილებივართ. ვაჟას არაფერი უღიარებია," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის ძმამ, ლევან გაფრინდაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ თემაზე ვრცელი განმარტების გაკეთებას ქართველი ექიმი მოგვიანებით აპირებს.

დღის ამბები