30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლების სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდების მოწმე დაკითხეს, დასრულდა

"თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლები პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ. საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი დასრულდა. ბრალდებულები ფაქტების დამალვისა და ფაბრიკაციის მცდელობაზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

"პროკურატურა მოწმეს აბულინგებდა, ეს იყო ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოხელის აქტის წაკითხვა, რომელშიც სიტყვა უკანონობა მას არ უხსენებია, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ასევე, პროკურორების მხრიდან ფაქტების დამალვის მცდელობაც იყო," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, მისი განცხადებით, პროცესზე არაერთი საკითხი დადასტურდა.

"დადასტურდა, რომ სესხების გაცემის შემდეგ, მაშინ, როდესაც სესხები გადასესხდა "სამგორი ჯგუფიდან" მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, მოხდა რეგულაციების დარღვევით.

ასევე, დადასტურდა რომ ბანკმა ამ ქონების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედებები არ განახორციელა და ის რომ ამით, "თი-ბი-სი ბანკმა" 16 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ზიანი მიიღო," - აღნიშნა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა. 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა ბრალდებულების ადვოკატმაც.  

"მან თქვა რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არაფერი უნახავს, თორემ შესაბამის სამსახურში გადააგზავნიდა, ასევე დაადასტურა, რომ ის სესხის სახეობას ვერ შეცვლის და არანაირი დარღვევა, რომელიც მისი შემოწმების პერიოდში იყო, მას არ უნახავს," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ. 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესზე დღეს, ბრალდების მოწმე დაკითხეს.  პროკურატურა "თი-ბი-სი" ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

დღის ამბები