30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდება თავის ოჯახს"- არჩილ თალაკვაძე

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს ექიმის გასათავისუფლებლად.

"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საოკუპაციო რეჟიმს, რუსეთის ფედერაციას ადამიანების მიმართ, ექიმების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან განსაცდელში მყოფ ადამიანებს. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ის გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. თუმცა, თავისთავად, მისი გათავისუფლების შემდეგაც ეს ფაქტი დარჩება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებების და სხვა დარღვევებთან ერთად, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვნახეთ, საერთაშორისო ფორმატებში გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ყველას უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, თუ ვისთან გვაქვს რეალურად საქმე,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. 

20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა ექიმს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები