30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ" - საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესზე ამ წუთებში ბრალდების მოწმე იკითხება. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 საათის წინ დაიწყო. საქმე ეხება 11 წლის წინ, 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს. პროკურატურა "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, საუბარია 16 მილიონზე.

ბრალდებულები აცხადებენ, რომ საქმე შეკერილია, ტრანზაქციებს ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს და ეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის აკაკი გელაზონიას განცხადებით, მათ შესწავლილი 22 კომპანიიდან, ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. 

"ამ შემოწმების ძირითადი მიზანი ბანკში, ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის დადგენის ფაქტის შესწავლა იყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოვახდინეთ 2007-2012 წლებში, "სამგორი ჯგუფთან" დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლა და იმის დადგენა, აღნიშნული ჯგუფის დაკრედიტებისას ხდებოდა თუ არა, ინტერესთა კონფლიქტის დარღვევა.

სულ შევამოწმეთ 22 კომპანია და მასზე ბრუნვები, მათგან რაიმე საეჭვო ოპერაცია ან საეჭვო გარემოება, რომელზეც შეგვეძლო გვეთქვა, რომ იყო ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა ყოფილიყო ვერ აღმოვაჩინეთ," - განაცხადა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი გელაზონიამ. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები