ირანი, რუსეთი და სირიის რეჟიმი იდლიბის პროვინციაში ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს ხოცავს - ამ განცხადებით დონალდ ტრამპი Twitter-ში სირიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
შტატების პრეზიდენტის თქმით, იდლიბის პროვინციაში თურქეთი ვითარების დასარეგულირებლად ბევრს აკეთებს, რაშიც რუსეთმა, ირანმა და სირიამ ხელი არ უნდა შეუშალონ.
ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მხარდაჭერით სირიის მთავრობა იდლიბს ბომბავს. ინტენსიური ავიაიერიშების გამო 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 80 000-ზე მეტმა ადგილობრივმა კი რეგიონი დატოვა.