30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
რუსეთში ავარიას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ - მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ლიპეცკის ოლქში ამოტრიალდა

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.
"დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ" - განუცხადეს სააგენტოს.
მათივე ცნობით, მძღოლი და 17 მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე, სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.

დღის ამბები