30 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
2008 წელს, უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაპირდნენ, რამაც ევროპის უსაფრთხოებას დარტყმა მიაყენა - რუსეთი

"2008 წელს, უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაპირდნენ, რამაც ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული დარტყმა მიაყენა" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

გრუშკომ NATO-ს მოუწოდა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე უარი თქვას.

"ეს ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, როცა თავად ალიანსი საუბრობს დეესკალაციის მნიშვნელობაზე," - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია NATO-ს "აღმოსავლეთ ფლანგის" გაძლიერება.

2020 წელს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ევროპაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებენ, მათ შორის საქართველოშიც.

დღის ამბები