30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის პატრიარქთან ყველანაირი ურთიერთობას წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორესთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა, რადგან მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ საუბარია რუსეთი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაში, რომელიც 26 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

ალექსანდრიის პატრიარქს არც დიპტიქში მოიხსენიებენ და ასევე შეუძლებლად ცხადდება მასთან ერთად ლოცვა და ევქარისტული კავშირი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებულია, რომ ურთიერთობა გაგრძელდება ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ეპისკოპოსებთან, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერენ და ხაზგასმულია ის რომ პატრიარქმა თეოდორემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ერთპიროვნულად აღიარა და ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გაუტანია.

შეგახსენებთ, ნოემბრის თვეში პატრიარქმა თეოდორემ საღვთო ლიტურგიისას უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე მოიხსენია. ეს ქმედება უკრაინის ავტოკეფალიის პრაქტიკულ აღიარებას ნიშნავს.  ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს გენერალურმა სამდივნომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარი იყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის აღიარებისა და ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ეპიფანეს დიპტიქში მოხსენიების შესახებ. მანამდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისაგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის იანვარში მიიღო. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინაღმდეგება რუსეთის ეკლესია და იმ ეკლესიებს, რომლებიც ავტოკეფალიას მხარს დაუჭერენ დიდი სქიზმით ემუქრება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ოფიციალური პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჯერ არ დაუფიქსირებია.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ოფიციალური პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჯერ არ დაუფიქსირებია.

დღის ამბები