30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ქაფშიის სუნი ფოთში - საინიციატივო ჯგუფმა მერიაში შეხვედრა დაასრულა

ფოთში, ქაფშიის სუნთან დაკავშირებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა მერიაში შეხვედრა უკვე დაასრულა. აუდიენცია ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ფოთში სპეციალური ჯგუფი გამოიგზავნა, რომელიც ხელისუფლებასთან და საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმუშავებს, რათა მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. 

ქარხანა, სადაც არ იქნება სანიტარული ნორმები დაცული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.  

ნავმისადგომთან კი საინიციატივო ჯგუფი მორიგეობას კვლავაც აგრძელებს, რათა არ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიიდან ქაფშიით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების გასვლა. 

დღის ამბები