30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"კურიერის" კადრები ლაბორატორიიდან, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა

"კურიერის" კადრები ლაბორატორიიდან, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა. ბათუმსა და თბილისში ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და ქიმიური ნივთიერებების საერთო ღირებულება 6 მილიონი ლარია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს ლაბორატორია თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი კერძო სახლის პირველ სართულზე ჰქონდათ მოწყობილი.

"კურიერს" კადრების გადაღების საშუალება იქ ქირით მცხოვრებმა პირმა მისცა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა.  

"ვიღაც მამაძაღლი ცხოვრობდა აქ და ნარკოტიკებს ამზადებდა, ლაბორატორია ჰქონდაო და მეტი არაფერი არ ვიცი. ვიღაც ყაზახი ყოფილა. კანონის დარღვევა არ არის, ნარკოტიკებს ამზადებდა აქ, ჩამოვიდა ვიღაცა ყაზახეთიდან და აქ ჰქონდა ლაბორატორია საქართველოში. ეს კანონის დარღვევა არ არის?“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“კურიერის გადამღები ჯგუფი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც ბინას ერთ-ერთი ბრალდებული, უკრაინელი ქალი ქირაობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთვის, დაახლოებით, ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, მაშინ როდესაც დაკავება მოხდა.

"ერთი თვის წინ, როცა პოლიცია იყო, მაშინ აიყვანდნენ, მაგის მერე აღარც მინახია. მერე გავიგე ესეთი ამბავი, რომ თვითონ ამზადებდნენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. აბაზანის მარილს თუ რაღაც ეგეთს, რაც მე გავიგე," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაციის გამოყენებით 5 ქვეყანაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას და რეალიზაციას ახდენდა. დაკავებულია 4 ქვეყნის მოქალაქე.

დღის ამბები