საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ჩიპებიანი პირადობის მოწმობის წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია "აიდი" ბარათების გაცემაზე ელექტრონული მატარებლით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რწმენის გამო, ე.წ. ჩიპებიან პირადობის მოწმობის აღებაზე უარს აცხადებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მოქალაქეების, ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადავოს ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ ითვალისწინებს პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის, ე.წ. ჩიპის გარეშე მიღების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, სადავო ნორმის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ "აიდი" ბარათები ე.წ. ჩიპის გარეშე.