30 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
თურქეთში ვანის ტბაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 7 ადამიანი

თურქეთში ვანის ტბაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაიღუპა 7 ადამიანი, მაშველებმა 64 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

თურქული მედიის ცნობით, ნავს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან.

თურქეთში ვანის პროვინცია ირანს ესაზღვრება, ის ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ზონაა.  

დღის ამბები