30 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ძალადობისგან მოქალაქეების დაცვის მექანიზმები - "თავისუფლების ინსტიტუტმა" ახალი ინიციატივები წარადგინა

სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობისგან მოქალაქეების დაცვის მიმართულებით "თავისუფლების ინსტიტუტმა" ახალი ინიციატივები წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გამოძიების ეტაპზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს თანაბარი უფლებები მიენიჭოთ. ასევე პოლიციელმა მუდმივად თან ატაროს სამხრე-კამერა.

სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე ზედამხედველობა კი სპეციალურ უწყებას - დამოუკიდებელ პროკურორს დაექვემდებაროს.

დღის ამბები