ისრაელზე სარაკეტო იერიშმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩაშალა. სარაკეტო თავდასხმა ღაზის სექტორიდან ქალაქ აშკელონზე განხორციელდა.
შემთხვევის დროს ქალაქში ისრაელის პრემიერ-მინისტრი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა. ის დაცვის წევრებმა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
ღაზის სექტორიდან წამოსული რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სამსახურმა გააუვნებელყო.