30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ხანძარი ატენის ხეობაში - სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

უკვე მეორე დღეა  ატენის ხეობაში ხანძარს ებრძვიან  - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შიდა ქართლში დილიდან განახლდება.

ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების გარდა, სამუშაოებში ჩართული არიან თბილისის, კახეთის, მცხეთა-თიანეთის, სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეები.

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ახალი კერის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

"ინტენსიური სამუშაოების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცეცხლის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია. საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის და რაიმე დამატებითი გავრცელების არეალების საშიშროება არ არსებობს," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში გაჩნდა.

დღის ამბები