30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
დაპირისპირება რესპუბლიკის მოედანზე - "შეცვალეს“ წევრები ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის შეცვლას ითხოვენ

დაპირისპირება რესპუბლიკის მოედანზე - ორგანიზაცია "შეცვალეს“ წევრები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხის შეცვლას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც მოქალაქეები თბილისის მერთან ერთად, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას ზეიმობდნენ.

როგორც "შეცვალეს“ წევრები ამბობენ,  344 ათასი ევრო, რომელიც ნაძვის ხის შესაძენად ბიუჯეტიდან გამოიყო, მის ღირებულებასთან შეუსაბამოა. ისინი ამბობენ, რომ თანხით შესაძლებელი იყო, სხვა ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთებულიყო, მათ შორის დახმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი. 

დღის ამბები