პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პირვანდელ სახეს ვერ დაიბრუნებს, რესტავრატორებმა, შესაძლოა, დამწვარი ნაგებობის 50 პროცენტი ვერ აღადგინონ. ტაძრის წინამძღვარი მედიასთან დაყენებული ხარაჩოების ჩანგრევის საშიშროებაზე საუბრობს.
რესტავრატორები აღდგენის სამუშაოების ყველაზე რთულ ეტაპად სწორედ ძველი ხარაჩოების მოხსნას ასახელებენ. პარიზის სიმბოლოს ცეცხლი აპრილში გაუჩნდა. ხანძარმა 600 წლის წინ აშენებული ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი გაანადგურა.