30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ატენის ხეობაში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან - სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთნენ

ატენის ხეობაში ხანძარს უკვე მეორე დღეა, ებრძვიან. 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ტყეში ხანძრის 4 კერა ლიკვიდირებულია, ერთის სალიკვიდაციო სამუშაოები კი გრძელდება.

რთული რელიეფური პირობების გამო, ტყეში სამუშაოების ჩატარება რთულდება. მეხანძრე მაშველები ადგილზე მისვლას მხოლოდ სპეციალური ტექნიკით ახერხებენ.

ამის გამო, დღეს დილიდან ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც ჩაერთნენ. ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, პარალელურად მიმდინარეობს ცეცხლის კერებამდე მისასვლელი გზების გაჭრის სამუშაოებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ატენის ხეობაში ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის, სპეციალისტების განმარტებით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ატენის ხეობაში გაკეთდა საკოორდინაციო შტაბიც.

ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკვამლიანების ტერიტორია 10 ჰექტარს მოიცავს. ხვალ დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ძალებიც ჩაერთვებიან, იმუშავებს ვერტმფრენიც.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე. 

 

დღის ამბები