30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭის გაწმენდის დროს მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში ჭის გაწმენდის სამუშაოებზე მამაკაცი დაიღუპა. სახლის მეპატრონის, ბესიკ ერემაძის ინფორმაციით, ჭაში მყოფ მუშას ვედრო დაეცა თავში.

"სავარაუდოდ, სახელური მოტყდა და ქვა-ღორღით სავსე ვედრო დაეცა, დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა,"-უთხრა "კურიერს" ერემაძემ.

მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

დღის ამბები