30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ბაქრაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: მთავრობამ ოფიციალურად განაცხადოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან საზღვრები არ გაგვაჩნია"

 

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებით, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარტიის კატეგორიული მოთხოვნაა, "საქართველოს მთვარობამ მოითხოვოს აღნიშნული განცხადების ოფიციალურად დეზავუირება და ოფიციალურად განაცხადოს, რომ არანაირი საზღვარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არ გააჩნია".

"მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება მართლა შექმნას საფრთხე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ ბუნებრივია,  კრიტიკა არის პრეზიდენტის მიმართ, მისი თქმით, ეს კრიტიკა მისაღები და გასაგებია.

"საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად არაფერს აკეთებს. ის კრიტიკა კი, რაც მის განცხადებას მოჰყვა, არის მისაღები," განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები