30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლეგიტიმურია კულტურის სფეროს მუშაკთა წინადადება და საჭიროებს სერიოზულ განხილვას - არჩილ თალაკვაძე 

კულტურის სფეროს მოღვაწეების მოთხოვნას, რომელშიც კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფაზე საუბრობენ, არჩილ თალაკვაძე პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით დისკუსია გამართულია და მათი ინიციატივა ლეგიტიმურია.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს წინადადება სერიოზულ განხილვას საჭიროებს და გადაწყვეტილება დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

“ყოფილა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გუნდში, დისკუსია, თუმცა მოგეხსენებათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო მცირე მთავრობის კონცეფცია, ნაკლები სამინისტროები. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია კულტურის სფეროს მუშაკთა ეს წინადადება, ეს საჭიროებს სერიოზულ განხილვას, ეს არის პირველ რიგში, მთავრობის და შემდეგ უკვე დიდი პოლიტიკური გუნდის კომპეტენცია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება განხილვა და სჭირდება არგუმენტების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამ მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. 

დღის ამბები