30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
კულტურის სფეროს მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

კულტურის სფეროს მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ. საქართველოში მოღვაწე ხელოვანები პერემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ.

"სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.

ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი, მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა,” - წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს კულტურის სფეროს 50-ზე მეტი წარმომადგენელი, თეატრალური საზოგადოება, მხატვართა, მწერალთა, არქიტექტორთა და კომპოზიტორთა კავშირები.

დღის ამბები