მეშვიდე კლასის ორი მოსწავლე დაშავდა ასპინძაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. "კურიერის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მოპედზე მსხდომი მოზარდები მძიმედ დაშავდნენ. ისინი უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან. დაშავებულები ამ წუთებში კატასტროფის ჯგუფს ასპინძიდან ახალციხეში გადაჰყავთ.
შინაგან სამეთა სამინისრტოს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.