30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ალბათ კიდევ ერთ შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვისთანაც 2020 წელს დამარცხდებიან - თეა წულუკიანი ოპოზიციას

ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ე.წ. შავს სიას, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. 

"ეს საკითხი ჩემი მხრიდან სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს, რადგან "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის დანაყოფებს, რა თქმა უნდა, შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის და ვინც ისინი 2012 წელს დაამარცხა. ალბათ კიდევ ერთ შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვინც მათ კიდევ დავამარცხებთ 2020 წელს. ვურჩევ, მოამზადონ ფურცელი და კალამი, რადგან ბევრი შავი სიის დაწერა მოუწევთ მომავალ წელსაც," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ასევე, ჟურნალისტის შეკითხვას, არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტიკური დევნილები, მან უპასუხა, რომ - არა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ე.წ. შავ სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებს. პარტიებმა ინტერპარტიული კომისია ჩამოაყალიბეს, რომელმაც დღეს პირველი სხდომა გამართა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ე.წ. შავ სიაში შევლენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე შემსრულებლები. დღეს დასახელდა კონკრეტული გვარებიც. 

დღის ამბები