ავიაკატასტროფა რუსეთში - ხაბაროვსკის მხარეში კატასტროფა სუ 57-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა განიცადა. მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა. ინციდენტი სატესტო ფრენის დროს მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებად მფრინავის შეცდომასა და ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლებს რუსეთი 2001 წლიდან აწარმოებს.