ხმაური იყო ფოთში. "ჩვენი ქალაქი ყარს", "ვითხოვთ სუფთა ჰაერს", "ნუ გვწამლავთ" - ფოთში ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ცენტრალური მაგისტრალი და ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ.
სპეციფიკური სუნი ქალაქის მთელს ტერიტორიაზე თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება.
ადგილობრივები შიშობენ, რომ დისკომფორტის გარდა საფრთხე მათ ჯანმრთელობას ექმნება. ქარხნებში კი აცხადებენ, რომ ყველა საწარმო სპეციალური ფილტრებითაა აღჭურვილი, რაც სუნის გავრცელებას ხელს უშლის.