30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
გრიპის ვირუსების გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება - ექიმი ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით დაინფიცირების შემთხვევების ზრდაზე საუბრობს.

ექიმი აცხადებს, რომ ვირუსის აგრესიული მიმდინარეობისას სტაციონალური მკურნალობა აუცილებელია. 

"დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება და ეს მატება ყოველკვირეულად ფიქსირდება. ჩვენ ველოდებით, რომ დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება პიკი, ისევე, როგორც წინა წლებში აღინიშნებოდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც განპირობებულია სწორედ აგრესიული მიმდინარეობით, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს: ძალიან მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ღებინება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი. ამ შემთხვევების დროს და, ასევე, ისეთი გართულებებისას, როგორიც არის ფილტვების ანთება, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა სტაციონარმა უნდა მართოს,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები