30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"მტრული გზა, რომელსაც ადგას ივანიშვილი და მისი კლოუნები მიუღებელია სახელმწიფო დეპარტამენტის" - გიგა ბოკერია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და პროკურატურის უზრუნველყოფას სთხოვს. ვაშინგტონი იმ გამოწვევებსა და მიღწევებზეც საუბრობს, რომელიც ქვეყანაშია. დეპარტამენტის განცხადებას სხვადასხვანაირად კითხულობს ოპოზიცია და ხელისუფლება. 

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების კურსს მიუღებლად მიიჩნევს. 

"რეალურად ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო ის გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან, რომ ის გზა, რა გზასაც ის ადგას, არის ქართველი ხალხისთვის მიუღებელი და მტრობა საქართველოსთვის და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის, არის სერიოზული პრობლემა და ამას ყველაფერს მოჰყვება, მისთვის პერსონალურად და მთელი მისი კლოუნებისთვის მძიმე შედეგი, არა იმიტომ, რომ ვინმე ჩვენს საქმეებში ერევა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მეგობრები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო" წევრი, გიგა ბოკერია.

 

დღის ამბები