30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ერთ-ერთ გამოწვევად პენიტენციურ დაწესებულებებში რჩება სამედიცინო მომსახურება, მისი დროულობა, ეფექტურობა - გიორგი ბურჯანაძე 

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პენიტენციურ დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებენ ომბუდსმენის ოფისში. სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ მონიტორინგის შემდეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულებით პრობლემა, მათ შორის არაფორმალური მმართველობის შესახებ.

ბურჯანაძის თქმით, გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურების დროულად აღმოჩენა და მისი ეფექტურობა. 

"გამოკვეთილია, რომ ნახევრად ღია დაწესებულებებში ეს არაფორმალური მმართველობის პროცესი განსაკუთრებით შეინიშნება, რაც გულისხმობს, რომ პატიმრების ნაწილს უწევს გარკვეული თანხის შეგროვება, მატერიალური სიკეთის შეგროვება. ბუნებრივია, ფული მათ მატერიალური სახით არ აქვთ. დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, ისინი მიმართავენ უშუალოდ არაფორმალურ მმართველებს. ერთ-ერთ დიდ გამოწვევად ჩვენს დაწესებულებებში რჩება სამედიცინო მომსახურება, მისი დროულობა, ეფექტურობა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს,“ - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. 

სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და სამარტოო საკნების ხანგრძლივად, დასჯის მიზნით გამოყენებაში.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე პენიტენციური დაწესებულებებში იმუშავა.

დღის ამბები