30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან - კალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძეს შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

კალაძის განმარტებით, განცხადებაში გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით.

"მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს," - აღნიშნა კალაძემ. 

დღის ამბები