30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
პროკურატურა ყველა კრიტიკულად განწყობილ ძალას და მედიის წარმომადგენელს დევნის - ანა ნაცვლიშვილი

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურატურა ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს დევნის.

ნაცვლიშვილის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და გაფრთხილება მისცა.

"დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ძალის მინიმუმ ერთი ლიდერის მიმართ მაინც. ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში, ან დამფუძნებელს, ან ხელმძღვანელს სისხლის სამართლებრივი საქმით არ ედავებოდნენ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ოპოზიცია და მმართველი გუნდი რადიკაურად განსხვავებულად აღიქვამს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების გაფრთხილება, მწვავე დილპლომატიურ ენაზე. მმართველ გუნდში კი განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც მიღწევებზეა საუბარი.

დღის ამბები