30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქართული სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურია - წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განმარტებით, განცხადებაში არსად ნათქვამი არ არის, რომ ქართული სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურად მიკერძოებულია.

"პროგრესია პირველ რიგში, როგორც ეს განცხადება ადასტურებს სასამართლოს გაუმჯობესების ნაწილში და ასევე ისინი მიესალმებიან იმ დიალოგს საარჩევნო მოდელზე, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს. ეს მოწმობს ასევე, რომ ქუჩაში, დესტრუქციულ ქმედებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არავითარი მხარდაჭერა არ აქვს და არ ექნება, ამიტომ ოპოზიციას ისღა დარჩენია, მოლაპარაკების მაგიდას კი არ გაექცეს, არამედ დარჩეს მოლაპარაკებების რეჟიმში და იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო კონსტრუქციული,"- აცხადებს თეა წულუკიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილიც გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მოსაზრებები და შეფასებები, რომელსაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აკეთებს. ამერიკის შეერთებული შტატები, თანამოზიარე და მხარდამჭერია იმ წარმატებული პროცესების, იმ რეფორმების, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში მისასალმებელია ის პოზიტიური შეფასება, რომელიც ამერიკულმა მხარემ გააკეთა,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები