30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ფეისბუქ-სკანდალის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები საკანონმდებლო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობენ

სოციალური ქსელის სკანდალზე გამოძიების დაწყებასა და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა" აუდიტის სამსახურისგან.

მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ორგანიზებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზეც მიანიშნებენ.

ვირტუალური სკანდალის ფინანსურ ნაწილზე კითხვები ევროპულ საქართველოშიც აქვთ. საპარალამენტო უმცირესობაში ამ მიმართულების გარდა გამოძიებას კიდევ ერთ საკითხზე - კერძოდ, მმართველი გუნდის საგარეო კურსზე ითხოვენ.

გამოძიებას რამდენიმე მუხლით ითხოვს "საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო", არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული მოთხოვნები წერილობით გაავრცელა. სოციალური ქსელის სკანდალში ორგანიზაცია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

საკანონდებლო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს "პატრიოტთა ალიანსი".

ყალბი ანგარიშების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, ის თავად არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის შექმნილი ტროლების მსხვერპლი.

ფეისბუქ-სკანდალის შემდეგ სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც ფეისბუკმა რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, დღეს პირველად გამოჩნდა და ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

სარეკლამო კომპანია "პანდა" აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თუმცა არ უარყოფენ, რომ კომპანია სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობს და აქირავებს.

რუსეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, საქართველო და შეერთებული შტატები - ამ ქვეყნებში ფეისბუკმა ასობით ყალბი ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა.

დღის ამბები